ფოთის ტერმინალიდან ნებისმიერ ქალაქში

მანქანის გამოყვანა ფოთის პორტიდან ევაკუატორით

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჩამოსული კონტეინერების სწრაფი განბაჟება, ავტომობილის უსაფრთხო ჩამოცლა და პროფესიონალური გადაზიდვა საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით.

574 00 50 04
Poti Port Towing

თქვენი მანქანა ფოთის პორტშია და ტრანსპორტირება გჭირდებათ?

ჩვენი გამოცდილი ევაკუატორი ბათუმში გთავაზობთ მობილურ და ორგანიზებულ სერვისს ფოთის პორტიდან და მიმდებარე ტერმინალებიდან (APM Terminals) ავტომობილის შეუფერხებლად გამოსაყვანად.

  • საბაჟო დეკლარაციების და საბუთების სწრაფი მართვა.
  • მანქანის მდგომარეობის დეტალური აღწერა პორტიდან გამოყვანისას.
  • სპეციალიზებული პლატფორმები ნებისმიერი კლირენსის მქონე ავტოზე.
  • ტრანსპორტირება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა თუ ბათუმში.
  • ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სწრაფად და ხარისხიანად ავტომობილის ტრანსპორტირებას.
  • ჩვენთან ყველაზე ხელმისაწდომი ფასებია და რაც მთავარია ყველაფერი გამჭირვალეა.

როგორ სრულდება ფოთის პორტიდან გადაზიდვის პროცესი?

ფოთის პორტის ტერმინალზე დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, პროცესების წინასწარი დაგეგმვა აუცილებელია. ჩვენი ლოგისტიკის გუნდი უზრუნველყოფს, რომ ევაკუატორი ზუსტ დროზე იყოს მზადყოფნაში.

1
კონტეინერის გახსნა და მიღება ჩვენი წარმომადგენელი ესწრება კონტეინერის დე-სტაფინგის (დაცლის) პროცესს და ამოწმებს მანქანას საბუთებთან შესაბამისობაზე.
2
უსაფრთხო ფიქსაცია პლატფორმაზე ავტომობილი პროფესიონალური ჯალამბარით თავსდება ევაკუატორზე და მყარად მაგრდება სატრანსპორტო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
3
სწრაფი მიწოდება დანიშნულების ადგილზე ოპტიმალური მარშრუტის შერჩევით ხდება ავტომობილის დროული ტრანსპორტირება სასურველ მისამართზე, აუქციონის მოედნებზე ან საბაჟოზე.
გარანტირებული დაზღვევა გადაზიდვის სრულ ციკლზე მოქმედებს უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი.
მრავალფუნქციური ავტოპარკი ვფლობთ როგორც სტანდარტულ, ისე ორსართულიან და ჰიდრავლიკურ ევაკუატორებს სპეცტექნიკისთვის.
დროის მკაცრი კონტროლი მაქსიმალურად ვამცირებთ მოცდენის დროს პორტის ტერიტორიაზე, რაც გიზოგავთ ფინანსებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ფოთის პორტიდან მანქანის გასაყვანად მძღოლს თან უნდა ჰქონდეს ორიგინალი ვასტავკა (გასვლის ნებართვა), კონოსამენტის ასლი და მესაკუთრის ოფიციალური თანხმობა / მინდობილობა. ტარიფების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით.