ევაკუატორის გამოძახება მხოლოდ გზაზე გაფუჭებული მსუბუქი ავტომობილის გადასაყვანად არ არის საჭირო. შესაბამისი ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია ჯიპის, მინივენის, მიკროავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთოსა და ტრაქტორის ტრანსპორტირებაც. გადაზიდვა შეიძლება დაგჭირდეთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, შეძენილი მანქანის ჩამოსაყვანად, სერვისცენტრში მისატანად ან სამუშაო ტექნიკის სხვა ობიექტზე გადასატანად.
